თსუ-ში უნიკალური გამოცემების რესტავრირებული ნიმუშების პრეზენტაცია გაიმართება
თსუ-ში უნიკალური გამოცემების რესტავრირებული ნიმუშების პრეზენტაცია გაიმართება
15:41 03.03.2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების ანგარიში - პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტში დაცული უნიკალური საბიბლიოთეკო ერთეულების რესტავრირებული ნიმუშები.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება იხილოს განყოფილების მიერ რესტავრირებული უძველესი რარიტეტული ნაბეჭდი წიგნები მათ შორის: საღმრთო და სამღვდელო სახარება (ვახტანგ VI-ის სტამბა) 1709წ; დავითნი (ვახტანგ VI-ის სტამბა) 1709წ; საღმრთო და სამღვდელო სახარება 1818წ. და სხვ.

ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა