3 მარტს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ფოტოგრაფ მარი ნაკანის ფოტოგამოფენა, მასტერკლასი ქოთნის მცენარეების სწორად ჩარგვასა და მოვლის შესახებ, ასევე, სხვადასხვა გასართობი აქტივობა და გათამაშება იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიება 3 მარტს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში, „Event Square“-ში გაიმართება.
