თბილისში 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა
თბილისში 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა
18:00 01.03.2019
თბილისში, დავით გურამიშვილის გამზირის 50 ნომერთან, „ღრმაღელის“ მეტროსთან სამშენებლო კომპანია "დინ გრუპის" მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას, საშუალო წნევის 450 მმ-იანი გაზსადენი დაზიანდა. შედეგად თბილისის ამ რაიონში გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა, - ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები და აბონენტებისთის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი ხვალ დილიდან დაიწყება.

ბეჭდვა