კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
14:31 28.02.2019
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს თბილისის მერია კანდელაკის ქუჩაზე (ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის კვეთამდე) საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

პირველ ეტაპზე, სამუშაოები დაიწყება ჟვანიას მოედნიდან, რის გამოც კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თვეში დასრულდება.
ბეჭდვა