2018 წელს თბილისში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი ჩაიხსნა
2018 წელს თბილისში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი ჩაიხსნა
10:39 28.02.2019
თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს, - ინფორმაციას კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.


2018 წელს თბილისში ჩაჭრილი, აკრძალული წყალგამაცხელებლების და გაზგამათბობლების მაჩვენებელი რაიონების მიხედვით:

ჩუღურეთი- ნაძალადევი 15.266;

სამგორი 14.657;

ისანი ვაზისუბანი 10.871;

გლდანი-სანზონა-თემქა 10.341;

დიღომი-დიდუბე 5.148;

მთაწმინდა-კრწანისი 7.573;

საბურთალო 3.627;

ნუცუბიძე 1.151;

ვაკე-წყნეთი 499.

ასევე, 2019 წელს, მხოლოდ იანვარში 2 381 ღია კამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი ჩაჭრეს.
ბეჭდვა