თბილისში CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
თბილისში CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
10:01 28.02.2019

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.



„ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ინფორმაციით, მათთან შევიდა შეტყობინება, რომ კნოლევის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი.

გარდაცვლილია 21 წლის ბიჭი და 20 წლის გოგო. არსებული ინფორმაციით, მათ ბინა ნაქირავები ჰქონდათ.

გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

 

ბეჭდვა