სენაკში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია განხორციელდება
სენაკში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია განხორციელდება
19:14 27.02.2019
სენაკის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იწყება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ჯამური სატენდერო ღირებულება 648 612 ლარს შეადგენს.

კონკრეტულად, ქალაქ სენაკში რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოასფალტდება დემურიას (ყოფილი ქავთარაძის) ქუჩა, ლოლუას ქუჩის ჩიხებს, ცხვიტავას ქუჩას, ტაბიძის ქუჩას და ნაროუშვილის ქუჩას, ხოლო თბილისის ქუჩის ზედა მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა.

ბეჭდვა