„თბილავიამშენის" თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ
„თბილავიამშენის" თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ
15:29 27.02.2019

„თბილავიამშენის“ 120-მდე თანამშრომელმა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა. დასაქმებულები

ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

მათი ინფორმაციით, საწარმოს ადმინისტრაციასთან მედიაციის 21-დღიანი პროცესი შეთანხმების გარეშე დასრულდა, ამიტომ დასაქმებულებმა პროტესტის ამ ფორმას - გაფიცვას მიმართეს.

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები მოითხოვენ შრომის ანაზღაურების გაზრდას, საპრემიო სისტემის ამოქმედებას, კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას.

 

ბეჭდვა