დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
16:51 25.02.2019

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს თბილისში

ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონის, ვირსალაძის და თელეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, იუმაშევის, ჭირნახულის და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეველეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

ბეჭდვა