მომდევნო დღეებში საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იწვიმებს
მომდევნო დღეებში საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იწვიმებს
12:31 25.02.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-28 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში 25 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 26-28 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.


ბეჭდვა