სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა
09:58 25.02.2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა, - ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

„ვისაუბრეთ ჩვენს ვიზიტებზე უცხოეთში. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაღალი ნდობა აქვთ საქართველოს მიმართ, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ასევე, ვისაუბრეთ დიასპორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან შეხვედრებზე, ქართველოლოგიის მიმართულების გაძლიერებასა და განვითარებაზე.

კიდევ ერთხელ მივიღე ძლიერი სულიერი თანადგომა, რაც ჩემს საქმიანობაში მეტ ძალას მმატებს“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ბეჭდვა