ახმეტაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ახმეტაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
11:47 23.02.2019
ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ზემო ალვანში მოხდა.

სასურსათო მაღაზიის ჯიხურში 71 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც ობიექტზე დარაჯად მუშაობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, კაცი კუსტარულად დამონტაჟებულ ელექტროგამათბობელს დაეცა და ცეცხლი მოეკიდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ბეჭდვა