ზალკალიანი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება
ზალკალიანი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება
17:09 22.02.2019

23 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, „სოფლის მხარდაჭერის

პროგრამის“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

დავით ზალკალიანი ადგილობრივი მოასხლეობის „სოფლის კრებას“ დაესწრება და ადგილზე მიიღებს სრულ ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების და მათ შინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოსახლეობას გააცნობს სამთავრობო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებს და არსებულ შესაძლებლობებს, ასევე მიწოდებს ინფორმაციას საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით მიღწეულ შედეგებზე.

აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2019 წლიდან 1 იანვრიდან ახლებური სახით დაიწყო და გულისხმობს მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდებას. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე.

სოფლის კრებები თებერვლის ბოლომდე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.


 

ბეჭდვა