პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე ხელისუფლებას მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ეტაპობრივად გაიაფებისკენ მოუწოდებს.
როგორც ლაღიძემ დღეს მეტროსადგურ „რუსთაველთან“ გამართულ აქციაზე განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს იმის საშუალება, რომ მონიციპალურ ტრანსპორტზე ფასები ეტაპობრივად დაწიოს.
„მონიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა დღეს საკმაოდ ძვირია. სახელმწიფოს გააჩნია იმის საშუალება, რომ მგზავრობა გააიაფოს“ - განაცხადა ლაღიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული მოთხოვნით, პარტია „მომავალი საქართველო“ აქციებს პერმანენტულად გამართავს.
