ძლიერი ქარის გამო, ბოლო სამ დღეში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა
ძლიერი ქარის გამო, ბოლო სამ დღეში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა
16:04 19.02.2019
ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 261 შეტყობინება.

მათ შორის ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან.

ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა:

87 ხე;
62 შენობის სახურავი;
32 ავტომანქანა;
ბუნებრივი აირის 8 მილი;
მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი ;
4 სარეკლამო ბილბორდი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება.

ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, უამინდობის გამო, მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს.


ბეჭდვა