ძლიერი ქარის გამო, თბილის სხვადასხვა რაიონებში შენობები დაზიანდა. დიღმის მასივში, ახმეტელის
ქუჩაზე მე-11 სართულიდან აივნის კონსტრუქციის ჩამოვარდნის გამო, ეზოში მდგომი ორი ავტომობილი დაზიანდა.უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა აივნის დემონტაჟი.
ასევე, სამგორის რაიონში, პოლიციის ქუჩაზე ქარმა საწყობის სახურავი მოგლიჯა, რის გამოც გაზისა და ელექტროგადამცემი მილები დაზიანდა.
