ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
11:05 17.02.2019
ფარავნის უღელტეხილზე, ძლიერი ქარის, ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა – ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავანის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე გზის ფარავანი-ნინოწმინდას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბეჭდვა