ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება
ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება
15:58 16.02.2019
ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება .

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო წმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, კურორტებზე ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები დაიგება, მოხდება საფეხმავლო ხიდთან არსებული კაფე-რესტორანის რეაბილიტაცია, აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი. რეაბილიტაცია ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ მინი - ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს ჩაუტარდება, რეაბილიტურდება ასევე ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდი. მოეწყობა ველობილიკი, გარე განათება, სველი წერტილები, გასახდელები, დამონტაჟდება ახალი სანაგვე ურნები.

ანაკლიაში ინფრასტრუქტურის განახლება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, საკურორტო ზონაში განსახორციელებელი სამუშაოები შპს ,,ანაკალია-განმუხური რესორტის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ბეჭდვა