არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დღეს კვლევის - „კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში“ პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „საერთაშორსო გამჭვირვალობა - საქართველოდან“ აცნობეს, ანგარიშში გაანალიზებულია საქართველოში არსებული კონკურენციის ინსტიტუციური ჩარჩო და ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ბაზრებზე კონკურენციის თვალსაზრისით არსებული პრობლემები.
კვლევაში ასევე, მოცემულია საქართველოში ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობისთვის კონკრეტული რეკომენდაციები.
კვლევა დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.
