ქუთაისში, „ბიზნესინკუბატორში“ გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისში, „ბიზნესინკუბატორში“ გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
18:23 15.02.2019
ქუთაისში სსიპ „ბიზნესინკუბატორში“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებული გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან და დასაქმდებიან „ბიზნესინკუბატორში“ მომუშავე სპეციალისტები, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველი ქართული ქარის ტურბინა, რომელიც განკუთვნილი იქნება სოფლებსა და ქალაქურ დასახლებებში ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

პრეზენტაციას დაესწრნენ და პროექტის მნიშვნელობასა და მასში დევნილი მოსახლეობის ჩართულობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ დირექტორმა ალუ გამახარიამ და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ.

ბეჭდვა