დედაქალაქის ნაწილს 18 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ნაწილს 18 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
17:12 15.02.2019
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 18 თებერვალს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, ვაშლოვანის, სანაპიროს, ზანდუკელის, ბარნოვის, ძმები კაკაბაძეების და გურიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის და ხორავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის დასახლების, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის და ფერმწერთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 X კვარტლის, ლილოს დასახლების, იუმაშევის, ორახელაშვილის, ქიზიყის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს, კალოუბნის, შუამთის და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთის და ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ხერგიანის, შენგელიას და მარკ ბრონშტეინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ბეჭდვა