ვახუშტის ხიდზე ხვალ მოძრაობა შეიზღუდება
ვახუშტის ხიდზე ხვალ მოძრაობა შეიზღუდება
16:22 15.02.2019
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 თებერვალს , 14:00-დან 15:00 საათამდე, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისათვის ბოდიშს უხდის.

ბეჭდვა