16-19 თებერვალს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
16-19 თებერვალს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
16:13 15.02.2019
16-19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი, - ამის შესახებ Newspress-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ბეჭდვა