საქართველოში ხანძრების 41% საცხოვრებელ სახლებში ხდება
საქართველოში ხანძრების 41% საცხოვრებელ სახლებში ხდება
12:26 15.02.2019
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ხანძრების 41% საცხოვრებელ სახლებში ხდება.

ხანძრის შემთხვევები ყველაზე ხშირად ივლისის თვეში ფიქსირდება.

კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი ხანძარი პარასკევს ჩნდება.

დღის განმავლობაში ხანძრის ყველაზე აქტიური პერიოდი 12-16 სთ-მდეა.

ყველაზე ხშირად ხანძარი ფიქსირდება:
თბილისში - 36%
იმერეთში - 13%
კახეთში - 12%

თბილისში, 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ხანძარი საბურთალოს, სამგორისა და გლდანის რაიონებში მოხდა.
ბეჭდვა