თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება
19:13 02.08.2012
თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 15:00 საათამდე კიკეთის და ტაბახმელას, ხოლო 10-დან 16:00 საათამდე გლდანის VIII მიკრორაიონს გაეთიშება.

ენერგომომარაგება 10-დან 17:00 საათამდე აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, მარჯანიშვილის, ბოდავის, ახალი არსენალის და ლამის ქუჩებს, საბურთალოს ქუჩას, წავკისის და შინდისის მოსახლეობას არ მიეწოდება.

10-დან 18:00 საათამდე შუქი კოსტავას ქუჩის ნაწილს და ბენდელიანის ქუჩებს, ვარკეთილის მასივის VI კვარტალს, ნაკადულის, 300 არაგველის და იუმაშევის ქუჩებს გაეთიშება.

ბეჭდვა