თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
12:49 14.02.2019
საგანგებო სიტიუაციების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც, სავარაუდოდ, ტანსაცმლის საწყობი იწვოდა, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. 

მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი არ გავრცელდა შენობაში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს.
ბეჭდვა