თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარია
12:05 14.02.2019
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ტანსაცმლის საწყობში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლის ჩაქრობას 10-მდე სახანძრო მანქანით ცდილობენ. დამწვარია 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
ბეჭდვა