მამუკა ბახტაძე: ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრულ ურთიერთობას უსვამს ხაზს
მამუკა ბახტაძე: ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრულ ურთიერთობას უსვამს ხაზს
16:07 13.02.2019
ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უკრაინას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე უკრაინელ კოლეგებთან ერთად მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ID ბარათებით მიმოსვლა 2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

„დარწმუნებული ვარ, ID ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის კავშირის განმტკიცებას, ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებას და ორივე მიმართულებით ტურისტული ნაკადის ზრდას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბეჭდვა