მზიურში სოციალური კაფე გაქურდეს
მზიურში სოციალური კაფე გაქურდეს
12:54 13.02.2019
თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“ სოციალური კაფე გაქურდეს. შემთხვევა დილით მოხდა. კაფეს მფლობელის, ანა გოგუაძის განცხადებით, წაღებულია ლეპტოპი, ტელეფონი, აიპოდი და 165 ლარი. მისივე თქმით, ქურდობა ხუთმა არასრულწლოვნმა ჩაიდინა. 

კაფე სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზეა ადაპტირებული და ის „ახალი მზიურის“ კონცეფციის ნაწილია.
ბეჭდვა