სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
11:17 13.02.2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უდაბნოში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რიგით 63-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.

ცენტრში მოსახლეობა 200-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო სერვისის მიღებას შეძლებს. გარდა ამისა, მობილური ოპერატორის მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება საბანკო მომსახურება და 24-საათიანი უკაბელო ინტერნეტი.

ცენტრში კახეთის რეგიონში მეთორმეტეა.
ბეჭდვა