მსოფლიოს 10 საუკეთესო ძიუდოისტს შორის 5 ქართველია
მსოფლიოს 10 საუკეთესო ძიუდოისტს შორის 5 ქართველია
15:50 12.02.2019
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალ რეიტინგში, ყველა წონით კატეგორიაში , მსოფლიოს 10 საუკეთესო ძიუდოისტს შორის საქართველოს ნაკრების 5 ძიუდოისტია.

რეიტინგში, 7908 ქულით, ვარლამ ლიპარტელიანი ლიდერობს. 7752 ქულით, მეორე პოზიციას გურამ თუშიშვილი იკავებს.

მე-6 ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი 6046 ქულით. ათეულს ასრულებენ ამირან პაპინაშვილი (5848 ქულა) და ლაშა შავდათუაშვილი (5791 ქულა).

აღსანიშნავია, რომ დანარჩენ 5 ქვეყანას ათეულში მხოლოდ თითო წარმომადგენელი ჰყავს.



ბეჭდვა