კომპანია „სილქნეტი’’ ვალდებულებას იღებს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში’’ შეტანილი ცვლილებების თანახმად, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა ძირითად პაკეტში საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელე- არხები განათავსოს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, „სილქნეტს“ ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ უკვე მიმართა ჩართვის მოთხოვნით და კანონით დადგენილი პროცედურების დასრულებისთანავე, უახლოეს პერიოდში, „სილქტვ“-ის ნებისმიერი პაკეტის მაყურებელს საშუალება ექნება აღნიშნული არხის სიგნალი მიიღოს, ყოველგვარი დამატებითი ტარიფის გარეშე.
კომპანიაში განმარტევნ, რომ მაუწყებების ჩართვა განხორციელდება დაუყოვნებლივ, მაქსიმალურად მოკლე ვადებში იმ მომენტიდან, როცა ტელეკომპანია „სილქნეტს“ ჩართვის მოთხოვნას, ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას და მოწყობილობას წარუდგენს. მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტში ტელეარხის განთავსება მაუწყებლის მოთხოვნით არჩევნების დღემდე ხდება.
