იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი რესტავრაციის ლაბორატორიის 6 თვის მუშაობის სტატისტიკას აქვეყნებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, 2012 წლის 6 თვეში რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 13 131 ფურცელს, 288 ფოტოპოზიტივს, 200-ზე მეტ გაზეთს, 43 ტექნიკურ ნახაზს.
ამ პერიოდში რესტავრაცია ჩაუტარდა 300-ზე მეტი ძველ საბუთს, მათ შორის - დავით აღმაშენებლის ანდერძს, ერეკლე II-ის, თეიმურაზ II-ის, ასევე, რუსეთის იმპერატორების - ეკატერინე II-ისა და ნიკოლოზ I-ის საბუთებს, სპარსული კოლექციის 60-ზე მეტი დოკუმენტს და სხვა.
ეროვნული არქივის ცნობით, ლაბორატორიამ ასევე დაიწყო მე-16 საუკუნის საღვთისმეტყველო-ლიტურგიკულ თხზულებათა კრებულის - გულანის რესტავრაცია. ქაღალდზე შესრულებული ხელნაწერი 707 ფურცელს და 12 მინიატურას მოიცავს.
