ზუგდიდი მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე,
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლაში აღმოჩენილი დარღვევების შემდეგ, დირექტორთა პასუხისმგებლობაზე ისაუბრა:
„როგორც წესი, როდესაც გამოვლენილ დარღვევებს აქვთ უხეში, მრავალჯერადი და განმეორებადი ხასიათი, რომლებიც ზიანს აყენებს სკოლის საქმიანობას, საფრთხეს უქმნის მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შიდა აუდიტის დეპარტამენტი შუამდგომლობს მინისტრთან დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. ასე მოხდა ამ კონრეტულ შემთხვევაშიც. განათლების სამინისტომ ამ საკითხზე მიმართა სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად და 3 დეკემბრამდე მისცა ვადა.
საბჭომ საკითხი განიხილა 30 ნოემბერს, დაიწყო სიტუაციის გამოსწორებისათვის მუშაობა და ამავდროულად, არ მიიღო დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება. სამინისტრომ გაითვალისწინა საბჭოს პოზიცია, დირექტორის დადებითი დახასიათება და ამავე დროს ვითარების გამოსწორებისთვის მზადყოფნა და არ შეუცვლია საბჭოს გადაწყვეტილება, არ გაუთავისუფლებია დირექტორი. ბუნებრივია ამის შესახებ იცოდა ქალბატონმა იამ და ეს საჯაროდ დადასტურა ფეისბუკის პოსტის საშუალებით“ - განაცხადა მინისტრმა.
