დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა დიდუბის რაიონში მცხოვრებ დარეჯან სამხარაძეს 100 წლის იუბილე
მიულოცა. ხანდაზმულთა პატივისცემის, მათზე ზრუნვისა და თანადგომის მიზნით, თბილისის მერია 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მათ, ვისაც 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ, 1000 ლარით ასაჩუქრებს. დარეჯან სამხარაძე 1918 წლის 20 იანვარს დაიბადა. იგი ომის ვეტერანი და დამსახურებული პედაგოგია. ჰყავს 3 შვილი, 6 შვილიშვილი, 6 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი.
