დიდუბის რაიონში, დიღმის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში, დიღმის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
21:02 17.02.2018
დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღომში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. დიღმის მასივის მე-6 კვარტლის 22-ე ა და ბ კორპუსებთან 1000 კვ.მ ფართობზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამანქანო გზაზე ასფალტის ორფენიან საფარს აგებს და საფეხმავლო ტროტუარებსა და ბორდიურებს აწყობს. დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-6 კორპუსთან კი, მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იცვლება კანალიზაციისა და წყალსადენის ყველა მოძველებული ქსელი, ხოლო მიხეილ ჭიაურელის გასასვლელში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის საფარს ეტაპობრივად დააგებს. დიდუბის რაიონში ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტისა და დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

ბეჭდვა