დიდუბის რაიონის გამგეობამ „ასტრა პარკში“, რაიონის ტერიტორიაზე რეგისტირებული 150-მდე სკოლის მოსწავლისთვის
სპორტულ-გასართობი ღონისძიება „სპორტი-ცხოვრების წესი“ მოაწყო. ახალგაზრდები ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში: ბილიარდში, მაგიდის ჩოგბურთში, ტირსა და კარტინგებში შეეჯიბრნენ. დიდუბის რაიონის გამგეობამ ტურნირებში გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
