დიდუბის რაიონში ბადმინტონის ტურნირი- „დიდუბე 2018“ გაიმართა
დიდუბის რაიონში ბადმინტონის ტურნირი- „დიდუბე 2018“ გაიმართა
20:42 25.03.2018
დიდუბის რაიონში არსებულ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის ბადმინტონის ტურნირი - „დიდუბე 2018“ გაიმართა. ტურნირი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 6-დან 18 წლამდე ახალგაზრდებმა მიიღეს. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა. თითოეული გუნდი შედგებოდა 8 მოთამაშისგან. თამაშები ოლიმპიური სისტემით, ბადმინტონის ტურნირების სტანდარტული წესების თანახმად ჩატარდა, ხოლო მსვლელობა და თამაშის წესები მსაჯების მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით წარიმართა. ტურნირში გამარჯვება 130-ე სკოლამ მოიპოვა. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს დიდუბის რაიონის გამგეობამ სიგელები, თასები, მედლები, სპორტული ინვენტარი და ვაუჩერები გადასცა.

ბეჭდვა