დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა ცენტრში იმყოფებოდა
დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა ცენტრში იმყოფებოდა
20:40 02.04.2018
დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა ცენტრში - „პირველი ნაბიჯი“ იმყოფებოდა. აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გამგებელი ცენტრის საქმიანობას გაეცნო და საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლებს დახმარებას დაპირდა.

ირმა ზავრადაშვილმა ცენტრის თანამშრომლებთან, ბენეფიციარებთან და მათ მშობლებთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, რომლის მიზანიც აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ცენტრში რაიონის გამგებელთან ერთად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ილია წულაია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე იმყოფებოდნენ.

ბეჭდვა