დიდუბის რაიონში დედამიწის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. რაიონში მდებარე სკოლის მოსწავლეებმა,
ადგილობრივმა მოსახლეობამ და გამგეობის თანამშრომლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, პაიჭაძის ქუჩის N1-ში მდებარე სკვერში ყვავილები და მარადმწვანე დეკორატიული ბუჩქები დაირგო. დედამიწის დღის აღსანიშნავად, ასევე, აქცია სახელწოდებით „ყვავილები ქალაქის აივნებს“ მოეწყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლების აივნები ყვავილებითა და მარადმწვანე ბუჩქებით მორთეს. დედამიწის დღე პირველად, მსოფლიო მასშტაბით 1970 წელს აღინიშნა. 2018 წელს კი, დედამიწის დღის დევიზია - „პლასტიკის ერის დასასრული“.
