დიდუბის რაიონში, კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერში ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა
დიდუბის რაიონში, კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერში ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა
20:29 04.05.2018
კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ტექსელის კუნძულზე დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა ტექსელის აჯანყება მიმოიხილეს და დაღუპული გმირები გაიხსენეს. შეხვედრას საზოგადოება „ტექსელი-საქართველოს“ თავმჯდომარე რევაზ სულავა, საქართველოში ჰოლანდიის ელჩის მოადგილე ფლორ ნაუტენ-ელზინგა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა