დიდუბის გამგეობამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა
დიდუბის გამგეობამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა
20:26 09.05.2018
დიდუბის რაიონის გამგეობამ რაიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი მიულოცა. დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე ლალი ჭელიძემ დიდუბისა და დიღმის საუბნო განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, ომის ვეტერანებს სადღესასწაულო ნობათი გადასცა. დიდუბის რაიონში ამჟამად, მეორე მსოფლიო ომის 22 ვეტერანი ცხოვრობს. 1945 წლის 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს.

ბეჭდვა