დიდუბის რაიონში საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
19:31 05.11.2018
საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, დიდუბის რაიონში გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს. დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დიდუბესა და დიღმის მასივში წიწვოვან და ფოთლოვან ხე-მცენარეებს რგავს.

გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, 36 მისამართზე 200 ძირი ცაცხვისა და 160 ძირი კვიპაროსის ხე დაირგვება.

ბეჭდვა