დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები რამდენიმე მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს.
კერესელიძის ქუჩის N1-ში, კოსმონავტების ქუჩის N43-ში, ლუბლიანას ქუჩის N38-სა და წერეთლის გამზირის N65-ისა და ვანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია ჯამში 2200 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.
ასევე, პროექტის ფარგლებში, საავტომობილო და საფეხმავლო გზის სავალ ნაწილს სრული რეაბილიტაცია უტარდება, ეწყობა ბაზალტის ბორდიურები და ტროტუარებზე ასფალტის საფარი იგება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს „დრო“, „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ და „გზამშენი 7“ ახორციელებენ.
