ზვიად კვაჭანტირაძე: მასწავლებლებს გაცილებით მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ
ზვიად კვაჭანტირაძე: მასწავლებლებს გაცილებით მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ
16:08 07.02.2019
„მასწავლებელი არის სკოლის და განათლების ქვაკუთხედი. მასწავლებელს სჭირდება გაცილებით მეტი მხარდაჭერა. მასწავლებელს სჭირდება დამსახურების, ცოდნისა და კვალიფიკაციის მიხედვით გაცილებით მეტი ხელფასი, ვიდრე დღეს გვაქვს სკოლებში. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ მასწავლებლების ხელფასი გაიზარდოს სკოლაში და რაც უფრო მეტს გამოვყოფთ ბიუჯეტიდან განათლების კომპონენტზე, მით უფრო კარგად წავა ჩვენი ქვეყნის საქმე“ - აღნიშნა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, მისასალმებელია განათელბის მინისტრის დიდი სურვილი და მონდომება დაიწყოს განათლების მიმართულებით სერიოზული რეფორმა.

როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, საჭიროა საკმარისი არგუმენტების წარმოდგენა იმის მხარდასაჭერად, რომ გამოცდების მოხსნით უნდა დაიწყოს სკოლის გაძლიერება. „რა სტიმულებია ისეთი, რომელიც ანაცვლებს ამ გამოცდებს, რომ მოსწავლეები დაუბრუნდნენ სკოლას და უფრო ღრმად ჩაერთონ სასწავლო პროცესში“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ბეჭდვა