მიხეილ ბატიაშვილი: ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების და სხვა უნარების განვითარება სასწავლო პროცესის უმთავრესი ნაწილი გახდება
მიხეილ ბატიაშვილი: ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების და სხვა უნარების განვითარება სასწავლო პროცესის უმთავრესი ნაწილი გახდება
12:55 07.02.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გასახორიცხელებელ სიახლეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში დაინერგება „ახალი სკოლის“ მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე.

ბატიაშვილმა ასევე განმარტა, თუ რას ნიშნავს „ახალი სკოლის“ მოდელი:

„ახალი მოდელი გულისმობს სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლას, სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას და გადამზადებულ პედაგოგებს"-საღნიშნა მინისტრმა.

„ახალი სკოლის“ მოდელის პილოტირება 150-ე საჯარო სკოლაში უკვე განხორციელდა და მისი დანერგვა ეტაპობრივად 2024 წლისათვის ყველა სკოლაში იგეგმება.

„ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით (მაგ. Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდის el.ge, სადაც თავმოყრილი იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება სთრიმინგ გაკვეთილები. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული“ - განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბეჭდვა