მიხეილ ბატიაშვილი: შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა
მიხეილ ბატიაშვილი: შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა
12:40 07.02.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მის მნიშვნელობაზე დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრმა განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც განათლების სისტემაში კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა საქართველოს ყველა აღსაზრდელისთვის უზრუნველყოფილი იქნება.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.

ბეჭდვა