მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენ გვყვავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი და ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე
მიხეილ ბატიაშვილი:  ჩვენ გვყვავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი და ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე
12:14 06.02.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად საზოგადოებას განათლების სფეროში მიმდინარე შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა, „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის მშენებლობაც მარტში დაიწყება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს 15 ჰექტარზე განთავსებული მართლაც მომავალის ქალაქი იქნება, სადაც დასავლური სტანდარტების სახლელმწიფო სკოლაფუნქციონირებას დაიწყებს.

„აღნიშნული პროექტით კომაროვის სკოლაც გაფართოვდება, რომელიც ქართული განათლების საუკეთესო ნიმუშია. სწორედ ამიტომ, როგორც კომაროვის, ასევე სხვა წარმატებულ სკოლებს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ გაცილებით მეტ ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა, მაღალი დონის განათლება მიიღოს. კომაროვის სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია. საერთაშორისო ოლიმპიადაზე სკოლა მეორე ადგილზე გავიდა, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. განსაკუთრებით გამორჩეულია მათი მოსწავლე, რომელმაც მაქსიმალური ქულა აიღო და მისი გამარჯვება საუკეთესო ნიმუშია მსოფლიოში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვყვავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი და ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეზე, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში აბსოლუტური შედეგი აჩვენა და უმაღლესი ქულა დაიმსახურა.



ბეჭდვა