დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალი ისანი-სამგორის რაიონში რუსთაველის ქუჩას არ მიეწოდება.
აბონენტებს წყალის მიწოდება 20:00 საათიდან აღუდგება.
თემქის სასაფლაოებთან მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის გამო, 18:00 საათამდე წყალმომარაგება ასურეთის, გეგუთის, ზეკარის, დარკვეთის, კიშინიოვის, სვირის, ლუბოვსკისა და მიმდებარე ქუჩებს შეუწყდება.
კომპანიის ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს წყალი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად აღუდგებათ.
