თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა დაჭრეს
თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა დაჭრეს
16:40 05.02.2019
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, სკვერის ტერიტორიაზე, Gulf-ის ბენზინგასამართ სადგურთან, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

თვითმხილველების თქმით, სროლამდე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მათივე განმარტებით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. 

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბეჭდვა